FSB-ს წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრა არასდროს მქონია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) წარმომადგენლებს პირისპირ არასდროს შეხვედრია.
„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ალბათ 5-6 ვიზიტი მაქვს. … არავითარ შემთხვევაში, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩავდიოდი, შევხვდებოდი ჩვენს კოლეგებს, ოფიციალურ შეხვედრებზე რაც გვქონდა ხოლმე…
მინკსში იყო 100 წლისთავი, როდესაც იქ ჩამოსულები იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც, როცა მიულოცეს… ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი იყო მეორე პირებიც, იქ მასაში შეიძლება ჩვეულებრივად ყველა იყვნენ. შეხვედრა პირისპირ? არასდროს არ მქონია…
რუსეთის ხელმძღვანელობა ჩამოსული იყო, მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას, ასევე იყო აზერბაიჯანშიც ჩამოსულები იყვნენ და მიულოცეს. იქ იყო ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყო, ხელმძღვანელები იყვნენ, კი, იყო ბორტნიკოვიც იყო და დაზვერვის უფროსიც იყო…
რესტორანი არ მქონია არასდოდეს და არც ეხლა არა მაქ” – განაცხადა გომელაურმა.