ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის შემდეგ სელენა გომესი პუმას სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო

{{ARTICLEIMAGE}}

26 წლის სელენა გომესი Puma –ს ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო. ის ამ ბრენდთან დიდი ხანია თანამშრომლობს. როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, სარეკლამო გადაღებებამდე ის ერთი თვის მანძილზე საავადმყოფოში მკურნალობდა და სულიერ აშლილობას და ღრმა დეპრესიას ებრძოდა.

ახალი სარეკლამო ფოტოები სპორტული ბრენდის ინსტაგრამ პროფაილზე უკვე გამოჩნდა და მათ ინტერნეტ საზოგადობა თბილად შეხვდა. სელენა გომესის თაყვანისმცემლები მისი დაბრუნების და გამოჯანმრთელების გამო სიხარულს გამოხატავენ.

ფოტოზე სელენა გომესი პუმას სპორტულ სამოსში მშვენივრად გამოიყურება და ავადმყოფობის კვალიც არ ემჩნევა. ამიტომ გაჩნდა ეჭვები რომ შესაძლოა ფოტოები ვარსკვლავის ჰოსპიტალიზაციამდე გადაიღეს, რადგან საავადმყოფოდან ორი დღის გამოწერილი გოგონა სავარაუდოდ პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ვერ გაიქცეოდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია.

შეგახსენებთ, რომ სელენა გომესი საავადმყოფოში ოქტომბრის დასაწყისში მოხვდა. მთავარ მიზეზად პანიკურ შეტევებს ასახელებენ, რომელიც მას სისხლში ლეიკოციტების ნაკლებობის გამო გაუჩნდა (სავარაუდოდ ერთი წლის წინ გაკეთებული თირკმელის ტრანსპლანტაციის ოპერაციის გამო). თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ გოგონას მკურნალობა ნერვული შეტევის გამო დასჭირდა, რომელიც ყოფილი შეყვარებულის, 24  წლის ჯასტინ ბიბერის და 21 წლის ჰეილი ბოლდვინის ქორწინების შესახებ ინფორმაციას მოჰყვა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სელენა გომესი საღსალამათია, დაბრუნდა და მუშაობას განაგრძობს.