Financial Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის დასავლელ მოკავშირეებს არწმუნებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა „იმპულსი მოიმატებს“, და აღნიშნავს, რომ „დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები შეშფოთებულნი არიან ოპერაციის ნელი პროგრესით“.
უკრაინის ლიდერმა ვიდეო ბმულით ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოების ლიდერებთან ასპენის უსაფრთხოების ოთხდღიან ფორუმზე, სადაც უკრაინის კონტრშეტევის ტემპი განიხილეს.
ზელენსკის თქმით, მათ უკრაინაში რუსული ჯარების შევიწროება მხოლოდ ერთი კვირის წინ მოახერხეს – გაცილებით გვიან, ვიდრე კიევი ელოდა – რადგან მანამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნდათ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა, იარაღი და მებრძოლები, რომლებსაც ჰქონდათ საჭირო მომზადება.
ოპერაციის დაწყების იძულებით შეფერხებამ რუსეთს საშუალება მისცა დაენაღმა მისთვის საჭირო ტერიტორია და აეგო თავდაცვითი ხაზები.
თუმცა, ზელენსკი პირობას დებს, რომ ფრონტზე დინამიკა შეიცვლება, და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოკავშირეებისადმი თხოვნა, გააძლიერონ შორი მანძილის რაკეტების მიწოდება და ავიაგამანადგურებლების მიწოდებმა.
ჯეიკ სალივანმა, აშშ-ს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის შედეგები გახდება ნათელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიევი მთელ ძალებს აამოქმედებს.