რუსეთმა შესაძლოა უკრაინას მასიურად დაარტყას G20-ის სამიტის დროს – ინფორმაციას ამის შესხებ, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი, იური იგნატი ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვნად ამოწურეს იარაღის მარაგი, ისინი მაინც აგრძელებენ იარაღის, კერძოდ, რაკეტების დაგროვებას.
- “ჯერ კიდევ ვითარდება მოვლენები და G20-ის სამიტი ახლოვდება. მათ ძალიან უყვართ ასეთ დღეებში რაიმე სახის პროვოკაცია”, – თქვა საჰაერო ძალების სპიკერმა.