G7-ის ლიდერები, უკრაინის დასახმარებლად 18 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ. აღნიშნული თანხით, კიევი მომდევნო თვეებში საბიუჯეტო გადასახადების დაფარვას შეძლებს. შესაბამის ინფორმაციას, Reuters-ი ავრცელებს.
“მთელი ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას. ასევე, დიდი შვიდეული მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, გააკეთოს უფრო მეტი “. – ნათქვამია G7-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინაშ, საჯარო მოხელეების ხელფასებისა და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი სჭირდება.