დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრებმა მომავალ წელს უკრაინისთვის $32 მილიარდამდე დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირეს.
“ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ მეტი, საჭიროების მიხედვით, საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის, გარდა ჩვენი სამხედრო, ჰუმანიტარული დახმარებისა და თანამშრომლობისა უკრაინის განივთარებისთვის და სწრაფი აღდგენისთვის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სხვა დონორებს გააძლიერონ მხარდაჭერა”, – ნათქვამია გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ამჟამად G7–ის თავმჯდომარეა.
ამ პაკეტიდან 18 მილიარდ ევროზე ოდნავ მეტი ევროკავშირის ქვეყნებიდან შევა, ნათქვამია განცხადებაში. ამავე პაკეტში შევა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება.
2022 წელს უკრაინის დასახმარებლად 32,7 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერის მობილიზება მოხდა. თანხის ნაწილი უკვე გადახდილია ნაწილის გადახდა კი ახლა მიმდინარეობს.