რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები – თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე-,ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
“ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ვინც სახლში ხართ, გამოდით, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არაფერი დარჩა და იმასაც გართმევენ. გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ. ჩვენ იმ თათბირზე, სადაც ვიყავი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღინისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია, შეთანხმება შეთანხმებაა. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, ყველა არის გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადებული – ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცესკო-ში. მინდა ვუთხრა ე.წ. “ქართულ ოცნებას” – რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები – თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ გაძლევენ დაპირებებს და ეს დაპირებები მიაქვთ. შემდეგ ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას. თქვენ თვითონ არ გეცინებათ?!
ტელევიზორში რომ გვეუბნებით, ხუნდაძე აუმხედრდა ივანიშვილსო, ბარემ ისიც გეთქვათ, რომ დილას ივანიშვილის ფეხსაცმელები აუმხედრდა ივანიშვილს. თქვენ თვითონ, აღარ გეცინებათ?! ოპოზიცია ერთად არის. ასეთი ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ,-განაცხადა ვაშაძემ.