გახარია შესაძლოა ირანული ფულის გათეთრების სქემებს შეეწიროს

ბოლო დროს ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერი გახარია მალე თანამდებობას დატოვებს. ერთ–ერთი ვერსიით ამის მიზეზი საარჩევნო წელი და გახარიას ფიგურის არაპოპულარობაა, თუმცა არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვით გახარიას თანამდებობიდან გაშვება ივანიშვილისგან საერთაშორისო პარტნიორებმა მოითხოვეს და ქართული ოცნების ლიდერს უბრალოდ მეტი გზა არ დარჩა. მიზეზი გახარიას საეჭვო კავშირებია არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ირანულ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში ამერიკული სანქციების გვერდის ავლას და ფულის გათეთრებას ახერხებენ.

გახარიას საეჭვო ირანულ კავშირებზე წერს ამერიკელი პოლიტიკური ექსპერტი და კონსულტანტი, ქრისტინა პიშოუ  (Christina Pushaw).ის კარგად იცნობს საქართველოს საშინაო პოლიტიკას. ხშირად ჩამოდის საქართველოში ვაშინგტონიდან, სადაც ამჟამად ცხოვრობს . წერს სხვადასხვა გამოცემებში საერთაშორისო პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს სტატუსებს საქართველოს შესახებ. ბოლო წლებში ხშირად აკრიტიკებდა ოცნების ხელისუფლებას, თუმცა ოცნების მხარდამჭერები მას სააკავშილთან დაახლოებულ პირს და შესაბამისად არაობიექტურ შემფასებელს უწოდებდნენ.

ქრისტინა პიშოუ ამჯერად გახარიას ირანული კავშირებისზშესახებ წერს.

“რამდენიმე საკითხს განვმარტავ: საქართველოს დიდი ხანია ირანთან ეკონომიკური ურთიერთობა აქვს და არ ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ცუდია. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არა აშშ–ს პოზიცია.

პრობლემა მდგომარეობს არა ირანის მხრიდან კანონიერ ინტერესებში, არამედ იმაში, რომ საქართველო ხვრელებს უტოვებს ირანის რევოლუციურ გვარდიას – ტერორისტულ ორგანიზაციას – საქართველოში ფულის გასათეთრებლად, სანქციებისგან თავის ასარიდებლად და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე წვდომისთვის. გახარია ეკონომიკის მინისტრის რანგში 2017 წელს წარმოუდგენლად იყო დაინტერესებული ირანიდან დიდი რაოდენობის ინვესტიციების მოზიდვით, მასპინძლობდა საქართველოში კონფერენციებზე ირანის მაღალი რანგის სამთავრობო ჩინოვნიკებს და ტრაბახობდა პირდაპირი ირანული ინვესტიციების ექვსჯერ გაზრდით.

მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქართველოში ლეგალური, აშკარაა, რომ გახარიას აქტიურობა ამ მხრივ არ უწყობდა ხელს საქართველოს ღია სურვილს აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. აშშ საერთოდ არ ვაჭრობს ირანთან, მცირედი გამონაკლისების გარდა. კონგრესმენების სხდომამ 2018 წელს დატვიტა, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველო ვერ მიიღებს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას იქნება ის, რომ საქართველო მეტისმეტად ბევრ რუსულ და ირანულ ინვესტიციებს უხსნის კარს, იმ დროს, როცა ამერიკელ ინვესტორებს ცუდად ექცევა.

და ბოლს, ეს სიმართლეა, რომ 2013–2014 წლებში საქართველოს მთავრობამ (მეოცნებეებმა ) იმუშავა აშშ–ს ხაზინასთან ირანის რევოლუციური გვარდიის 150 კომპანიის ფრონტ ოფისის დასახურად საქართველოში. მაგრამ შემდეგ წლებში, ირანის რევოლუციური გვარდიის ეს კომპანიები კვლავ გამოჩნდნენ შეცვლილი სახელებით და განაგრძეს ბიზნესის კეთება საქართველოში, სადაც აშშ–ს სანქციების სიაში მყოფი ირანელები დღემდე აქტიურები არიან.

ირანის რეჟიმის რუსეთთან კავშირი საიდუმლო არავისთვის არის, ისევე როგორც გახარიასი.“ – წერს პიშოუ.

ფეისბუქის გვერდზევე აქვეყნებს ამერიკის კონგრესის სხდომის ოქმს, რომელშიც მოყვანილია ერთ–ერთი კონგრესმენის ციტატა საქართველოდან წასული საგანგაშო სიგნალების შესახებ:

2018 წლის ივნისი. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები აშშ–ს სტუმრობენ. დღის წესრიგის მთავარი თემა აშშ–სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა. თუმცა მათ შედეგი ვერ მიიღეს. კონგრესმენი, რომელმაც ყველაზე ხმამაღლა გააპროტესტა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რესპუბლიკელი პიტ სესენი იყო ტეხასიდან, ქორი, რომელიც რუსეთ–ირანის საკითხებში, რომელიც მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს. მან ამის მიზეზი დაასახელა, რომელიც კონგრესის ჩანაწერებშია მოხსენიებული –წერს პიშოუ და კონგრესმენის ციტატა მოჰყავს:
“ბოლო დროს საქართველოს მთავრობამ დაიწყო რიგი აგრესიული და გამაოგნებელი ქმედებები ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ამავე დროს ვხედავთ ინფორმაციას მათ დადებით დამოკიდებულებას რუსული, ირანული და ჩინური კომპანიების მიმართ. ეს არის საგანგაშო სიგნალი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.“

რამდენად შეესაბამება სიმართლეს გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინფორმირებული წყაროს ცნობით, გახარიამ პოსტი 2020 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დატოვოს.