ბიზნესომბუდსმენის აპარატში შექმნილ კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში ანგარიშის გახსნიდან 72 საათში 9 მილიონი ლარი შეგროვდა.
ანგარიშზე ჩარიცხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. დღევანდელი მონაცემებით ფონდში მსხვილი შენატანები სხვადასხვა კომპანიამაც განახორციელა. მათ შორის არიან, მაგთიკომი; არ ემ ჯი, მეტროჰოლდინგი ; თელავის ღვინის მარანი; პე-ეს-პეჯგუფი; თეგეტა მოტორსი; ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი;ფოთისსაზღვაონავსადგური; საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე; ჰუალინგი ; სამშენებლო კომპანია “დირსი” ; თბილისახლი ;სარაჯიშვილი; სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“ ;ქსელი „სუფთა სახლი“ და სხვა.
ცოტა ხნის წინ 30 ათასი ლარი გადარიცხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.
ბიზნესომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, ფონდში შეგროვილი თანხა “ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.