გამოვლინდა პრო-სახელისუფლებო ბლოგი, რომლის პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი რეალურად არ არსებობს

“მითების დეტექტორმა” გამოავლინა ბლოგი, რომლის პროფილის ფოტოზე გამოსახული  ადამიანი რეალურად არ არსებობს.

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, “გიორგი აღაპიშვილის ბლოგის” პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს ფოტოს დეტალების ანალიზი და გენერირებული ფოტოების დამახასიათებელი ნიშნები გვიჩვენებს, რომ ფოტო პროპგრამულად არის შექმნილი და რეალურ პიროვნებას არ ეკუთვნის.

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, ფეისბუკ გვერდი “გიორგი აღაპიშვილის ბლოგი” 2019 წლის 22 ივლისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 თვის თავზე შეიქმნა და მას 3 ადმინისტრატორი ჰყავს. გვერდს 21 ნოემბრის მდგომარეობით 1895 მოწონება და 2027 გამომწერი ჰყავს. პირველი პოსტი გვერდმა შექმნიდან მეორე დღეს, 23 ივლისს გამოაქვეყნა და ის ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი სამიზნე იყო ასევე მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პორტის პროექტი.

აღაპიშვილის ბლოგს ქართული ონლაინ პლატფორმები ხშირად წყაროდ იყენებენ და მასზე დაყრდნობით სასურველი გზავნილების მულტიპლიკაციას სხვა გვერდებზე ონლაინ პლატფორმებზეც ახდენენ.

{{PHOTOGALLERY}}