“შეცვალეს” აქტივისტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს და განათლების მინისტრს ვაზელინი და სიგელი მიუტანეს. სიგელი წარწერით: “ჩხენკელი ღარიბაშვილი გახდა” გაანთლების სამინისტროს მისაღებში ჩაიბარეს.
ამ ფორმით ახალგაზრდებმა ის ფაქტი გააპროტესტეს, რომ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.
მანამდე კი “გაბედეს” წევრებმა სამინისტროს მისაღებში ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული წიგნი დატოვეს. აქტივისტებმა წიგნი მინისტრს აჩუქეს და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის კარგად წაკითხვა სთხოვეს.