გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 85 წლის მამაკაცი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
სასწრაფო-დახმარების ჯგუფმა დაშავებული პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.