უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ირანში, უკრაინული ავიალაინერის კატასტროფას გამოეხმაურა. ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ჯერჯერობით დაღუპულთა ზუსტი იდენტიფიცირება არ მომხმდარა.
„წინასწარი ინფორმაციით, ყველა მგზავრი და ეკიპაჟის სრული შემადგენლობა დაიღუპა. ჩვენი საელჩო ამ წუთებში აზუსტებს ინფორმაციაც ტრაგედიის გარემოებებსა და დაღუპულ მგზავრთა შესახებ. მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო თითოეული მათგანის ოჯახებს“. – აღნიშნულია ზელენსკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ირანის დედაქალაქში უკრაინული ავიალაინერი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.