ცნობილი ამერიკელი განგსეტი, ფრენკ ლუკასი 88 წლის ასაკში, ნიუ ჯერსის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
1960–იან და 1970-იან წლებში ლუკასი ნიუ იორკშის მაღალი ხარისხის ჰეროინით მთავარი მომმარაგებელი იყო. მისი კლიენტები იყვნენ ცნობილი ადამიანები, წამყვანი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. მან ერთხელ დაიტრაბახა, რომ ვიეტნამიდან ნარკოტიკების გარდაცვლილი სამხედროების კუბოებით გზავნიდა, რადგან იცოდა რომ ასეთ ტვირთ როგორც წესი, არ ამოწმებდნენ. იყო პერიოდი, როცა ის ნარკოვაჭრობით დღე–ღამეში მილიონ დოლარს შოულობდა.
1975 წელს ლუკასი დაიჭირეს და 70 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1991 წელს ლუკასი ციხიდან გამოვიდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერა და ვერ მიაგნეს 50 მილიონ დოლარს, რომელიც ოფშორულ ანგარიშებზე იყო გადამალული.
ლუკასის ცხოვრების ისტორიის მიხედვით 2007 წელს გადაიღეს ფილმი “ამერიკელი განგსტერი.“ მთავარი როლი ფილმში დენზელ ვაშინგტონმა შეასრულა. 2010 წელს ლუკასმა გამოსცა მემუარები სახელწოდებით “ნამდვილი განგსტერი.“ მას შვიდი შვილი ყავდა.