გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი, ხაგენდრა ტაპა მაგარი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი იუწყება.

“მეგობრების თქმით ხაგენდრა ბოლო დროს გულთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასთმას და პნევმონიას ებრძოდა“–ნათქვამია განცხადებაში.
16 იანვარს ის ნეპალის Manipal–ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 17 იანვარს კი ადგილობრივი დროით 15 საათზე გარდაიცვალა.

ხაგენდრა ტაპა მაგარი 67.08 სანტიმეტრის სიმაღლის იყო და მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანად იყო აღიარებული, რომელმაც დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი შეინარჩუნა.