“ვანო ჯავახიშვილის შოუში სააკაშვილზე ხუმრობაზე ასეთი დემარში მისი მომხრეების გარკვეული ჯგუფის მიერ, ყველა სხვა მძიმე დასკვნასთან ერთად, თავად ლიდერის შეურაცხყოფაც მგონია.
ლიდერის, რომელსაც თავად ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს.
ლიდერის, რომელსაც ერის მამობა და ბელადობა კი არა, ერთხელ უკვე წარმატებით დაწყებული, დემოკრატიული და მდიდარი საქართველოს შენების გაგრძელება სურს.“
ამ სტატუსის მიუხედავად ვანოს შოუს გამო სააკაშვილის მხარდამჭერების უკმაყოფილება არ შეწყვეტილა. მოგვიანებით ნიკა გვარამიამ კიდევ ერთი განმარტება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი არხი არ არის პარტიული ტელევიზია:
მაგრამ, მთავარი: როგორც ჩანს, ასახსნელია გარკვეული საკითხები ჩვენი არხის შესახებ.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ ადამიანებს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია ვგონივართ (ზოგიერთს, მგონი საერთოდ პარტიული ქვედანაყოფი). მათთვის ავხსნი, რომ არავითარი კავშირი ან რაიმენაირი ვალდებულება არც ერთ დამფუძნებელს არც ერთ პარტიასთან არ გვაქვს, გარდა ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და სიმპატიებისა შესაბამისად კონკრეტული პარტიების თუ პოლიტიკოსების მხარდაჭერისა, რასაც არჩევნებზე ხმის მიცემით გამოვხატავთ.
არანაირი დაფინანსება პარტიული ან მასთან აფილირებული წყაროდან არ გაგვაჩნია. მეტიც, მთელი ჟურნალისტური კორპუსის პირველი და მთავარი მოთხოვნა, როდესაც არხის შექმნა იხილებოდა, იყო, არც კი მოაზრებულიყო ჩვენი ე.წ. პარტიული ტელევიზიობა, რაზეც სრული კონსენსუსია მთელ გუნდში, არა მარტო ჟურნალისტებში. ეს გადაწყვეტილი საკითხია და მოგვიანებით რომც ვიხილოთ დამფუძნებლებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან რაიმენაირად აფილირებული პირი (სავსებით შესაძლებებლია და ჩვენთვის სავსებით დასაშვები მოვლენების ამგვარი განვითარება), ვიდრე მე არხს ვხელმძღვანელობ, არ მოხდება ამ საკითხის რევიზია და ამ კუთხით სარედაქციო პოლიტიკის გადახედვა.
ცხადია, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ითვალისწინებს პროდასავლური პარტიების ღია, მკაფიო და თანმიმდევრულ მხარდაჭერასა და, რაც დღევანდელ ვითარებაში სრულიად აუცილებელია, დახმარებას. ამგვარ პარტიებში ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი მოთამაშეა და მის მიმართ დამოკიდებულბაც შექმნილ პროპორციას გვერდს ვერ აუვლის.
თუმცა, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი ეს პოზიცია, ვერანაირად ვერ იმოქმედებს ჩვენსავე უფლებაზე, გავაკრიტიკოთ (თუ საჭიროა, მწვავედ) მისი ძველი თუ ამჟამინდელი გადაწყვეტილებები და გამონათქვამები.
PS პირადად ჩემზე პერსონალურ თავდასხმებზე გამოხმაურებას არ ვაპირებ, რადგან ეს საკითხი არც მნიშვნელოვნად და არც სერიოზულად არ მიმაჩნია.“–წერს გვარამია