კარდიოლოგი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საკარანტინო ზონის დატოვების შემდეგ პაციენტები სივრცეს დანაგვიანებულს ტოვებენ.
“რა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, ისეთ მდგომარეობაშიი ტოვებენ კარანტინიდან გასვლისას ნომრებს, გული გაგისკდებათ, საღორეებად აქციეს((( 2 კვირა რომ ოთახში ხარ, ყველა ჰიგიენის საშუალება გიდევს, დალაგებას წინ რა უდგას? დამლაგებლები მხოლოდ კორიდორებს ალაგებენ, და თქვენს დაგროვილ ნაგავს ყრიან((( ან ეს ფარდების ჩამოგლეჯა და ნამწვავების დაყრა რა ღორობაა. კემპინსკებს რომ ითხოვდნენ აქ!” – წერს ნინო ნადირაძე.