პარლამენტში ეკონომიკის გადაყენებულ მინისტრს გიორგი ქობულიას უსმენენ. ამ წუთებში ქობულია დეპუტატებთან საკუთარ ეკონომიკურ ხედვებზე საუბრობს.
ქობულიამ სამ მთავარ საკითხზე გაამახვილა ყუარდღება, რომელიც მისი აზრით, მთავრობას ყველაზე მეტად უჭირს.
“ჩვენ გვიჭირს განსაკუთრებით შემდეგი სამი მიმართულება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიღების დაბალი ხარისხი და დაუკმაყოფილებელი სისწრაფე. აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ მთავრობის როგორც ცენტრალურ ისე თვითმართველ სტრუქტურებში ძალიან სუსტია ანალიტიკური შესაძლებლოები. გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს და მიიღება ემოციურ და ბოლომდე გაუაზრებელ საფუძველზე.
შემდეგი არის გადაწყვეტილებების გაუთავებელი გაჭიანურება და დაბლოკვა.ეს ეხება როგორც მიწების გადაცემას, ნებართვების გაცემას. მთავრობის მხრიდან ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბოლომდე.
შემდეგი არის ინვესტორების მოზიდვის და მხარდაჭერის ერთიანი მექანიზმის არარსებობა. ინვესტორების მოზიდვის პროგრამები ძირითადად არაეფექტურია და ფრაგმენტირებულია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპარტნიორო ფონდში. საპარტნიორო ფონდის სტრატეგია და მუშაობის პრინციპი არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობა საკმაოდ დაბალია. და ბოლოს, ძლიერი საერთაშორისო ინვესტორების შემოყვანაზე სტრატეგიული ხედვის და მიზანმიმართული ხედვების არარსებობა. ეკონომიკის ის სექტორები სადაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მიმზიდველობა და ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ რომ შემოვიყვანოთ საერთაშორისო უცხოური კომპანიები. ეს კომპანიები შემდგომში მოგვცემს საშუალებას რომ ჩვენი საქართველოს იმიჯი ავამაღლოთ, ჩვენი რეპუტაცია ავამაღლოთ საერთაშორისო დონეზე. დღეს საქართველოს სამწუხაროდ არ იცნობენ საერთაშორისო არენაზე ინვესტორები,”-განაცხადა ქობულიამ.
ქობულიას გამოსვლას უმრავლესობიდან მხოლოდ ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი ესწრებიან