საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ახალი თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი იქნება. მარიკაშვილმა იურისტი გიორგი მშვენიერაძე ჩაანაცვლა, რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული. ინფორმაციას გიორგი მშვენიერაძე Facebook-ში ავრცელებს.
“დღეს, ჩემი, როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative-ის თავმჯდომარის, ბოლო სამუშაო დღე იყო. მქონდა პატივი, 2 ვადით ვყოფილიყავი GDI-ის შესანიშნავი გუნდის ლიდერი. დამერწმუნეთ, ჩემი წვლილი ამ ორგანიზაციის განვითარებაში მოკრძალებულია და თითოეული გაკეთებული საქმის ან წამოწყებული ბრძოლის უკან ნიჭიერი, შემოქმედებითი, შრომისმოყვარე და პატრიოტი სხვა ადამიანების დიდი ძალისხმევა იდგა. გამგეობის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას ხვალიდან ახალი, რიგით მესამე თავმჯდომარე – Eduard Marikashvili ეყოლება, რომელიც წლებია აქტიურად იბრძვის საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად. ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ლიდერობით ორგანიზაცია კიდევ უფრო წინ წაიწევს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს”, – წერს გიორი მშვენიერაძე