გერმანელებმა ტრამპს ბერლინის კედლის 2,7-ტონიანი ნაწილი გაუგზავნეს

{{ARTICLEIMAGE}}ფრაგმენტი იმდენივეს იწონის, რამდენსაც 5 500 როიალი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის თავზე ბერლინელებმა საჩუქრად კედლის 2,7-ტონიანი ფრაგმენტი გაუგზავნეს.

“გვინდა, რომ ბერლინის დანგრეული კედლის ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაგმენტით გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა აშშ-ს პოლიტიკისადმი, რომელიც კედლების გარეშე სამყაროს გულისხმობს”, – ნათქვამია გზავნილში, რომელსაც ხელს “ბერლინის მოქალაქეები” აწერენ, -“გერმანია ისევ გაერთიანებულია და ბერლინში მხოლოდ რამდენიმე ნაწილი გვახსენებს, რომ ვერც ერთი კედელი ვერ ძლებს სამუდამოდ”.

პროექტის ორგანიზატორი ბერლინში არსებული ორგანიზაცია Die Offene Gesellschaft არის. მათ თეთრ სახლს ჩანაფიქრის შესახებ ერთი კვირით ადრე აცნობეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

რამდენიმე საათის წინ კი თეთრმა სახლმა საჩუქარზე უარი თქვა.