გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამედიცინო ნიღბები ქალაქ კელნის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრისთვის იყო განკუთვნილი. კრიზისების მართვის ჯგუფი ახლა შესაბამის სარეალიზაციო დაწესებულებებს დეტალურად შეისწავლის, რათა მოპარულ ნიღბებს მიაგნონ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 7 974 შემთხვევა ფიქსირდება. კორონა ვირუსისგან დაღუპულია 20 ადამიანი. მათ შორის 3 პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.