გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ახალშობილი ტაქსიში დარჩათ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ავრცელებს.
მშობლები სამშობიაროდან ახალშობილთან და 1 წლის შვილთან ერთად ბრუნდებოდნენ, ტრანსპორტიდან გადმოსულებს მძღოლისთვის მგზავრობის საფასურის გადახდა არ დავიწყებიათ, სამაგიეროდ მძინარე ახალშობილი მანქანის უკანა სავარძელზე დარჩათ.
როგორც ბავშვის მამა აცხადებს, მან მალევე აღმოაჩინა რომ ბავშვი დარჩა და მანქანის გაჩერება სცადა.
მძღოლმა მძინარე პატარა მგზავრი ვერ შენიშნა და გზა გააგრძელა. გამოცემის ინფორმაციით, მძღოლმა ლანჩზეც შეიარა, ჩვილი კი მანქანაში ამ დროს მანქანაში მიწისქვეშა სადგომზე იმყოფებოდა.
ჩვილი აეროპორტის გზაზე ახალმა მგზავრებმა აღმოაჩინეს და მძღოლს აცნობეს.
მძღოლმა პოლიცია გამოიძახა, ამის შემდეგ ბავშვი ჯერ საავადმყოფოში შესამოწმებლად გადაიყვანეს, სადაც დაასკვნეს რომ ბავშვი თავს ჯანმრთელად გრძნობდა.
დაბნეულ მშობლებს ბავშვი იმავე დღეს დაუბრუნდა.