ლეგენდარული რეჟისორი, გიოროგი დანელია 88 წლის ასაკში სამი დღის წინ გარდაიცვალა. მისმა ახლო მეგობარმა, ვიქტორია ტოკარევამ რუსულ ტელეარხზე ანდრეი მალახოვის შოუში, “პირდაპირ ეთერში “ სტუმრობისას დანელიას გარდაცვალებაზე ისაუბრა.
ის ამბობს, რომ რეჟისორი წლების მანძილზე ძალიან განიცდიდა მისი ერთადერთი შვილის გარდაცვალებას. ნიკოლაი დანელია 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდი ხნის მანძილზე მოიხმარდა ნარკოტიკებს. მეგობრის თქმით, გიორგი დანელია ძალიან იტანჯებოდა იმის გამო, რომ ტრაგედიის აღვეთა ვერ შეძლო. ის თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ მეტისმეტად დაკავებული იყო საქმით და დროულად ვერ მიხვდა, რომ შვილს პრობლემები ჰქონდა.
“ამ ტრაგედიამ მოტეხა გიორგი. ის თავს იდანაშაულებდა. “– ამბობს ტოკარევა.
გიორგი დანელიას ერთადერთი შვილი მსახიობ ლიუბოვ სოკოლოვასთან ქორწინებიდან ჰყავდა. მათ ერთად 27 წელი იცხოვრეს, თუმცა ნიკოლაის ტრაგედიის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
რეჟსორის ბოლო სიყვარული მსახიობი გალინა იურკოვა იყო. სწორედ ის უვლიდა გიორგი დანელიას, როცა მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო.
თებერვლის ბოლოს დანელია მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაცვალებამდე იმყოფებოდა. ლეგენდარული რეჟისორი 4 აპრილს გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა.