ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში მივიდა. შესვლის წინ მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, გახარიას გვარმა საპატრიარქოში მიმდინარე ამბების კონტექსტში რამდენჯერმე გაიჟღერა. მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში სკნადალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა, მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და გომელაურთან შეხვედრის დროს მას „ეჩალიჩებოდნენ“ პატრიარქის გადაყენებაზე და მის ნაცვლად მეუფე შიოს ტახტზე ასვლაზე.