ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას ბრალი უმძიმდება.
გიორგი რურუას ბრალდებას ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დაემატება და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სსკ 381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).
„გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ და ხელის კვლების ნიმუშის აღების თაობაზე. კანონით გათვალისწინებულ პროცედურას მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ“, – აცხადებენ პროკურატურაში.