გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.

დაცვის მხარე რურუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

რურუას ადვოკატის  დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით მას ოპტიმისტური მოლოდინი  არ აქვს, რადგან გიორგი რურუა პოლიტპატიმარია.

“სასამართლომ უნდა იმსჯელოს დარჩება თუ არა გიორგი რურუა პატიმრობაში, სამწუხაროდ მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი ვინაიდან ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე და რეალურად ეს არის პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი და რურუა არის პოლიტიკური პატიმარი” – განაცხადა  საძაგლიშვილმა.