გიორგი ვაშაძე პოროშენკოს შტაბისთვის თბილისიდან იმუშავებს

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, უკრაინაში 2019 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს.

“უკრაინაში ძალიან დიდი გუნდი მყავს, ვაკეთებ ძალიან დიდ რეფორმას. ჩვენი გუნდის მიერ უკრაინის განვითარების სრულიად ახალი გეგმა არის შემუშავებული, რაც არის აბსოლუტურად ინოვაციური და განსხვავებული. ძირითადად, ვიქნები საქართველოში, აქედან ვერ გამაგდებენ”,ამბობს გიორგი ვაშაძე.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტისთვისაა დაგეგმილი. პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ. 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება საპარლამენტო არჩევნებიც.

გიორგი ვაშაძე 2017 წელს იყო პოროშენკოს მრჩეველი. 2012 წელს იგი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დააარსა პარტია “ახალი საქართველო”.