გოგო,რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ნახევრადშიშველი შევარდა ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

მთელი მსოფლიოს ყურადღება გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალისას მადრიდის სტადიონზე მიიპყრო გოგონამ, რომელიც თამაშისას მოედანზე თითქმის შიშველი შევარდა. გოგო მოედნის დაცვამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. მთავარი მსაჯი დამირ სკომინა იძულებული გახდა თამაში შეეჩერებინა, სანა სტიუარტებმა გოგონა არ დაიჭირეს და მოედნიდან არ გაიყვანეს.
მისი ვინაობით გუშინვე მთელი მსოფლიო დაინტერესდა და შეიძლება ითქვას ის ინტერნეტ სივრცის ვარსკვლავი გახდა.
პოლონელი კინსი ვოლანსკი ინსტაგრამ მოდელია. ჩემპიონთა ლიგის გუშინდელი მატჩისას სტადიონზე შერბენის შემდეგ, მის გამომწერთა რაოდენობა 1,9 მილიონამდე გაიზარდა და ახლაც იმატებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართა. ლივერპულმა ფინალში ტოტენჰემს 2:0 მოუგო.