პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მერიის მიერ დადგმულ გასაბერ ბატუტებთან შეუშვეს. ტერიტორიიდან გაიყვანეს ჟურნალისტებიც. მაქარაშვილის თქმით, მისი 9 თანამებრძოლი ახალ წელს ციხეში შეხვდება.
“გილოცავთ, წლის ბოლოს აქამდეც მოვედით, რომ არა თუ სიტყვის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ და მედია პლურალიზმზე, იქამდე მოვედით, რომ ახალი წლის ღამე დადგება ძალიან მალე. ჩემი ცხრა მეგობარი ზის ამ მომენტში „კაპეზეში“. რამდენიმე გამოვიდა ერთი თვის წინ და მეორედ შეაბრუნეს. იქამდე მივედით, რომ ზვიგენები დაგვიდგეს, გონიოში და კვარიათში რაც იპოვეს, ის დადგეს. აქ ვინ უნდა მოიყვანონ, რომელმა მშობელმა უნდა მოიყვანოს შვილი ამ სისხლიან ადგილას? ეს არის ზუსტად ის, სადაც მივყავართ ამ ხელისუფლებას. იმ ადგილას, სადაც პროტესტი იყო გაჩაღებული, ახლა არა თუ კარვები აღარ არის, ფიზიკურადაც გვიკრძალავენ გადაადგილებას და პასუხიც არ აქვთ”,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.