Google–ის განკითხვის დღე–ამერიკულმა გიგანტმა ევროკავშირში 2.4 მილიარდიანი საქმე წააგო

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა,  Google–მა ევროპის სასამართლოში ევროკავშირის წინააღმდეგ საქმე წააგო და ახლაარა მხოლოდ გიგანტური ჯარიმა, არამედ ახალი პრეტენზიების ტალღა ემუქრება.

ევროპის ზოგადი იურისდიქციის სასამართლომ, რომელიც ევროკავშირის სასამართლოების იერარქიაში მეორეა, უსაფუძვლოდ  ცნო Google–ის არგუმენტები და ძალაში დატოვა 2.4 მილიარდ ევროიანი ჯარიმა, რომელიც ევროკომისიის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ, პრაქტიკულად კი ევროკავშირის მთავრობებმა მას 2017 წელს კონკურენციის ჩახშობისთვის გამოუწერეს. ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ Google საკუთარ შოფინგ აგრეგატორებს საძიებო სისტემის შედეგებში უპირატესობას აძლევდა.

გადაწყვეტილება სერიზულ პრობლემებს უქადის არა მხოლოდ Google–ს, არამედ სხვა ამერიკულ გიგანტებს – Apple–ს და  Meta–ს, რომელიც აქამდე ფეისბუქის სახელით იყო ცნობილი. ეს გადაწყვეტილება ხელფეხს გაუხსნის მარგარეტ ვესტაგერს, რომელიც უკვე მრავალი წელია სათავეში უდგას ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ვენდეტას ევროკომისრის რანგში, რომელიც კონკურენციაზეა პასუხისმგებელი. ეს არის სასამართლოში მისი პირველი წარმატება.

გასულ წელს ვესტაგერმა სასამართლოში წააგო საგადასახადო საქმე ეფლის წინააღმდეგ 13 მილიარდ ევროზე, რომელიც ეხებოდა არა იმას, თუ როგორ ახდენენ ამერიკული კომპანიები გადასახადების მინიმიზირებას, არამედ იმას, თუ როგორ ექცევიან ისინი მომხმარებლების და კონკურენტების მონაცემებს. სწორედ ეს არის ინტერნეტ გიგანტების ბიზნესის საფუძველი. ამიტომაც, დღევანდელი გადაწყვეტილება მათთვის ევროპაში სერიოზული თავის ტკივილი იქნება. არადა ეს ბაზარი მათთვის ყველაზე მიმზიდველია, რადგან აქ ნახევარი მილიარდი პოტენციური კლიენტი ცხოვრობს, რომელთა შემოსავალი პლანეტის მაცხოვრებელთა საშუალო შემოსავალზე ბევრად მაღალია.

მხოლოდ Google–ის წინააღმდეგ ვესტაგერი კიდევ ორ სასამართლო დავას აწარმოებს მილიარდიან ჯარიმებზე, მათ შორის რეკორდულ 4.2 მილიარდ ევროზე მობილური საოპერაციო სისტემა  Android–ის გამოყენებით კონკურენციის დათრგუნვის შესახებ.

თუმცა ფული ამ საქმეში მთავარი არ არის.   Google–ისთვის ეს რეკორდული ჯარიმები მხოლოდ ერთი წლის მოგების მეასედია, საქმეები კი ძალიან დიდხანს ჭიანურდება. მაგალითად, დღეს, ანუ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება 2017 წელს გამოწერილ ჯარიმას ეხებოდა, რომელიც 2010 წელს დაწყებული შემოწმების შედეგად გამოიწერა. და ის საბოლოო არ არის.  Google გადაწყვეტილებას ევროპის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლომ აღიარა: ევროკავშირის ხელისუფლება მართალი იყო და  Google–ის ბიზნეს მოდელი  ეწინააღმდეგება ევროპის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. ამერიკელები ცდილობდნენ სასამართლო საპირისპიროში დაერწმუნებნათ: ისინი ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირს უბრალოდ ბოლომდე კარგად არ ესმის ახალი ინტერნეტ–ეკონომიკის რეალობები, ამახინჯებს ფაქტებს და არასწორად ინტერპრეტირებს საკუთარ კანონებს.

თუმცა, სასამართლომ მხარი ევროკავშირს დაუჭირა. და მიუხედავად  Google–ის სამომავლო აპელაციისა, დააკისრა მას უკვე ახლავე შეასწოროს ალგორითმები, რომელთა გამოც ის დააჯარიმეს.

საპასუხოდ გუგლი აცხადებს, რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ გამოსწორებულია. თუმცა, სასამართლოში დამარცხების გამო შეიძლება ახალი შემოწმებები დაიწყოს არა მხოლოდ იმისა, თუ როგორ ათავსებს ის თავის შოფინგ სერვისებს საძიებო შედეგებში, არამედ სხვა პრეფერენციებიც შეამოწმოს იმის დასადგენად, როგორ აზარალებს გუგლი საკუთარი აგრეგატორებით კონკურენტებს – დაწყებული სასტუმროებისა და ავიაბილეთების დაჯავშნის სერვისებით, დამთავრებული დასაქმების შესახებ განცხადებებით.

ამასთან, ევროპა ამკაცრებს არა მხოლოდ ზედამხედველობას, არამედ წესებსაც. მომავალ წელს ევროკავშირი აპირებს კანონთა მთელი პაკეტი მიიღოს ინტერნეტ ბიზნესის რეგულაციის შესახებ. მათი მიზანია ბარიერები შეუქმნან ამერკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპელთა პირად მონაცემებზე წვდომასა და საკუთარი პლატფორმებიდან კონკურენტების განდევნის ხარჯზე დომინირების მიღწევაში. საქმე ეხება კონკურენტთა განდევნას როგორც საძიებო, საოპერაციო სისტემებიდან, ასევე რუკებიდან, მესენჯერებიდან და ეფ–სთორებიდან.

Google–სთვის მცირე ნუგეში დღეს სხვა ვერდიქტი გახდა. ის დიდ ბრიტანეთში გამოიტანეს, რომელმაც ევროკავშირი უკვე დატოვა.

ბრიტანეთში მომხმარებელთა უფლებების დამცველები ცდილობდნენ უმაღლესი სასამართლოსგან მიეღოთ ნებართვა iPhone–ის  5 მილიონი მომხმარებლის სახელით  Google–ისთვის ეჩივლათ იმის გამო, რომ 2011–2012 წლებში ის მათ მონაცემებს ნებართვის გარეშე აგროვებდა და იყენებდა. კომპენსაციის სახით კი 3 მილიარდი ფუნტის მოთხოვნას აპირებდნენ.

თუმცა უმაღლესმა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ახლა სარჩელის ინიციატორებს მოუწევთ ყოველი ცალკეული დაზარალებულის განცხადება შეაგროვონ და თითოეული მათგანისთვის მიყენებული ზიანი დაადასტურონ, რაც მასობრივი გადახდების საფრთხეს ხსნის და სერიოზულად გააჭიანურებს ახალ დავას, თუ ის საერთოდ შედგა.

ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ამოცანად მაინცდამაინც ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არ გვაქვს – ვაშაძე

"თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ...

ამისთანა კოჭლი იხვი, ფუნქციადაკარგული არცერთი პარლამენტი არ ყოფილა – უგულავა

"ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება,...

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა – კალაძე 80 მლნ-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის...

სააკაშვილი მზად არის ხვალინდელი დღისთვის – მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა. "მზად არის ხვალინდელი...

ღარიბაშვილი მიშელმა და ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს

საქართველოს მთავრობის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა...

ბიზნესმა მთავრობას ხელი შეუშალოს აღსრულებაში – ხვიჩია მწვანე პასპორტებზე

"მწვანე პასპორტი არსად არ უნდა ამოქმედდეს. ბიზნესმა პატივი უნდა სცეს თავის კლიენტურას და ხელი შეუშალოს...

მიუნხენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა – არიან დაშავებულები

გერმანიაში, მიუნხენში, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული 250-კილოგრამიანი ბომბი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს....

სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი მაცვია, ამის ქურდობისთვის სამართლდება – გვარამია

"რაკიღა გაინტერესებთ, მაცვია ერთ-ერთი პიჯაკი სააკაშვილის. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ პრაქტიკულად კარგად მაქვს...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა,...

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა,...