კომპანია Google-ის თანამშრომელს შვეიცარიაში, ციურიხში კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვირუსი გამოვლინდა, კომპანიამ თანამშრომლებს იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობა აუკრძალა.
„ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, – განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.
კომპანიის ოფისში ციურიხში არ დაიხურება.
ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 83 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 800 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა.