Google–ის საძიებო სისტემაში “минобороны”–ს მოძებნის შემთხვევაში ძებნის შედეგებში პირველ რიგში უკრაინის თავდაცვის უწყება გამოდის.
მსოფლიოს უმსხვილესმა საძიებო სისტემამ ძებნისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი საძიებო სისტემიდან ამოიღო.
უწყების ვებრესურსი იმ შემთხვევაშიც კი არ გამოჩნდება საძიებო სისტემაში, თუ მის დასახელებას სრულად ჩაწერთ – “Минобороны России официальный сайт”.
თუმცა, გამოდის სტატია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შესახებ ვიკიპედიაში, უწყების ფეისბუქ და იუთუბ გვერდების ბმულები და ის ინფორმაციები, სადაც ეს უწყებაა მოხსენიებული.