მოზარდი გოგონა, რომელსაც გორში ეძებდნენ, იპოვეს.
არასრულწლოვანს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გოგონა გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია.
ცნობისთვის, არასრულწლოვანი გორიდან 22 დეკემბერს გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. ძებნაში პოლიცია 25 დეკემბერს ჩაერთო.