გორში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად არასრულწლოვანი მოიწამლა.
16 წლის მოზარდი ინტოქსიკაციის ნიშნებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის ახალგაზრდას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.