Guardian: უკრაინა საარტილერიო ომში აგებს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის მოადგილე, ვადიმ სკიბიცკი ბრიტანულ გარდიანთან საუბრისას ამბობს, რომ ახლა დონბასში “საარტილერიო ომი“ მიმდინარეობს და მისი შედეგი დამოკიდებულია იმაზე, როგორ და რამდენ შეიარაღებას მისცემს უკრაინას დასავლეთი.

მისი თქმით, უკრაინა ამ საარტილერიო ბრძოლაში რუსეთთან აგებს და თითქმის მთლიანად დასავლური იარაღზეა დამოკიდებული.

“უკრაინას ერთი საარტილერიო იარაღი აქვს 10–15 რუსული იარაღის წინააღმდეგ. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ჩვენ იმის დაახლოებით 10 % მოგვცეს, რაც მათ აქვთ“– ციტირებს გაზეთი სკიბიცკის.

მისი თქმით, უკრაინა დღეში 5000–6000 საარტილერიო ჭურვს იყენებს.

“ჩვენ თითქმის დავხარჯეთ მთელი ჩვენი საბრძოლო მასალები (საარტილერიო) და ახლა ვიყენებთ ნატოს სტანდარტულ 155 კალიბრიან ჭურვებს“– თქვა მან.

სკიბიცკის განცხადებები დასტურდება აშშ–ს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რომლის ციტირებას სააგენტო ფრაფნს პრესი ახდენს.

სამხედრო წყაროებმა სააგენტოს აცნობეს, რომ უკრაინამ ამოწურა მის ხელთ არსებული საბჭოური და რუსული წარმოების შეიარაღება და ახლა შეიარაღების თვალსაზრისით მთლიანად დასავლეთის ქვეყნებზეა დამოკიდებული.