უკრაინაში მებრძოლი რუსი ულტრამემარჯვენეები შესაძლოა იმედგაცრუებული იყვნენ კრემლის პოლიტიკითა და ომის მიმდინარეობით, წერს ბრიტანული გაზეთი Guardian.
ასეთი იმედგაცრუების ნიშანი, ბრიტანელი ჟურნალისტების აზრით, იყო პოსტი, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა ეგრეთ წოდებული დივერსიული და თავდასხმის სადაზვერვო ჯგუფის “Русич”–ის ტელეგრამის არხზე.
არხის ავტორებმა მიმართეს ხელმომწერებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომ შეაგროვონ და გადასცენ მათ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია.
გაზეთის ცნობით, “რუსიჩი“ მჭიდროდ არის დაკავშირებული სამხედრო კომპანია ვაგნერთან – კერძო გასამხედროებულ ორგანიზაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ვლადიმირ პუტინის უახლოესი პოლიტიკური მოკავშირე ევგენი პრიგოჟინი.
გაზეთის წყაროების თანახმად, კრემლმა შეიძლება დაკარგოს გავლენა ულტრამემარჯვენე გასამხედროებულ ძალებზე, რომლებმაც, თავის მხრივ, შესაძლოა, ომში უფრო ექსტრემალური ქმედებები დაიწყონ, რაც კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის საფრთხეს შეუქმნის.
გამოცემის წყაროები ამბობენ,რომ ნაკლებად სავარაუდოა, კრემლი პირდაპირი იყოს ჩართული “რუსიჩის“ ტელეგრამის აუდიტორიისადმი მიმართვაში რადგან რუსეთის სადაზვერვო სამსახურს სავარაუდოდ აქვს სადაზვერვო ინფორმაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო და სასაზღვრო აქტივობების შესახებ.
“ რუსიჩი“ დაკავშირებულია რუს ნაციონალისტებთან და უკვე გამოდის უკრაინელი პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობისკენ– წერს გამოცემა.