საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც მედიაცენტრ “მთავარში“ პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდა, სამოქალაქო აქტივისტებმა პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდების გამო პასუხი მოსთხოვეს.
აქტივისტებმა გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს, მას ტერიტორიის დატოვება სამართალდამცავების საშუალებით მოუწია.