გვაქვს პირდაპირი იერიში „ბოტების“ და „ტროლების“ გამოყენებით – კახიძე „თიბისის“ საქმეზე

„ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში წარადგინა, დასტურდება, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. „რა უნდა ჰქონდეთ საგამოძიებო კომისიის საწინააღმდეგო, თუ ეს მართლა ერთი ფარატინა ფურცელია“? – კითხულობს კახიძე. მისივე თქმით, დასადგენია წერილის წარმომავლობა, შუამავალი პირი და დასაკითხია შს მინისტრი. „საერთოდ გვერდზე რომ გადავდოთ ეს წერილი, რომელიც სერიოზული მტკიცებულებაა, ჩვენ სახეზე გვაქვს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, შემოსავლების სამსახურის პირდაპირი შეტევა “თიბისი ბანკსა” და მის დამფუძნებლებზე, ამავე დროს სამთავრობო მედიის პირდაპირი იერიში „ბოტების“ და „ტროლების“ გამოყენებით, ჰაკერული შეტევა – ეს არის დარღვევების, სისტემური დანაშაულების მთელი კასკადი, რომელსაც სჩადის უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტები და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება საგამოძიებო კომისია“ -აცხადება ოთარ კახიძე.
{{VIDEO}}