2019 წლის დეკემბერში GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომლის მიხედვითაც გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის. როგორც კვლევაში სპეციალისტები ამბობენ, მსოფლიოში დაბინძურებას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება.
კვლევის მიხედვით, დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია. დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ინდოეთია. თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონალური სტატისტიკა უფრო მნიშვნელოვანია.
ევროპაში დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული.
GAHP-ის 2019 წლის მონაცემებით, 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული. GAHP-ას მოხსენება მეტწილად მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WHO) და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს ეყრდნობა.
{{PHOTOGALLERY}}