მუზეუმი Holoseum დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობის გაგრძელებას აპირებს.
“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ძალადობრივი გადაწყვეტილების გამო მოგვიწია დახურვა, შაბათ-კვირას დავბრუნდებით განახლებული ფორმით. ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს უნიათობას გადავაყოლოთ ჩვენი და თქვენი თავები. Reformerfitness-ი მშვენიერი ინსიპირაციაა და ჩვენც ვეცდებით ვიყოთ კიდევ დამატებითი ინსპირაცია სხვებისათვის. ჩვენთან 1000 კვადრატული მეტრი, გაშლილი ფართია. უძლიერესი განიავების და ჰაერის ფილტრაციის სისტემები და ყველა ნორმატივი რომელიც კი თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ მაინც დაგვხურეს”,– წერია ჰოლოზეუმის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ვინაიდან, ქვეყანაში ადამიანთა დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა, მუზეუმში სტუმრობა უფასო იქნება.
“დიახ, ჰოლოზეუმი აღარ იქნება ფასიანი. აღარც პანდემიის პერიოდში და აღარც მომავალში.
თუ გვეთანხმებით წამოწყებაში, გააზიარეთ, მოიწონეთ ან კომენტარი დაწერეთ პოსტზე. რომ ჩვენც მეტად მოვიქოქოთ, ან ჩავიფუშოთ თქვენი კომენტარებით და განწყობით”,– წერს Holoseum.
რეგულაციებს არ ემორჩილება ბათუმში ფიტნესცენტრი Reformerfitness. ობიექტი 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა მუშაობას აგრძელებს. გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მან დარბაზი საკუთარ სახლად იქირავა, ამიტომ მოქალაქეებს შეუძლიათ მას ესტუმრონ და უფასოდ ივარჯიშონ.