იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს – ამ განცხადებას “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი აკეთებს. მისი თქმით, ხელისუფლება და საგამოძიებო უწყებები არ ახდენენ შესაბამის რეაგირებას მეუფე იაკობის განცხადებებებზე.
“იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს, არც ერთი მხარე ვარ და არც მეორე, მაგრამ ვაანალიზებ, იაკობმა თქვა, რომ სახელმწიფოს პირველი პირები, პრემიერი მოქმედი და ყოფილი უკანონოდ ერეოდნენ ეკლესიის საქმეში, ჩვენ ჩათრევას ცდილობდნენო, ფარცხალაძე აპირებდა 12 მილიონის გამოძალვას ნიკოლაიშვილისთვისო, ეს საინტერესო არ არისო გამოაცხადა პროკურორმა,”- აცხადებს ბერძენიშვილი.