“იაპონელები ვართ, ვირუსი არ გვაქვს“–თბილისში მცხოვრები იაპონელი წყვილი იძულებულია ტრაფარეტით იაროს

კორონავირუსის საფრთხის გამო გამოიწვეული პანიკა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში აზიური გარეგნობის ადამიანების მიმართ გამორჩეულ დამოკიდებულებაში გადაიზარდა. მათ ბევრი ვირუსის საფრთხის მატარებლად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ჩინელები და წარმოადგენენ თუ არა რეალურად საფრთხეს. მსოფლიო მედია ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყანაში ლამის ქსენოფობიამდე მისულ დამოკიდებულებაზე წერს. როგორც ჩანს ასეთი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა თბილისში მცხოვრები იაპონელი წყვილი, რომლის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. წყვილს ხელში ტრაფარეტი უჭირავს, რომელშიც განმარტავს, რომ ისინი იაპონელები არიან და ვირუსის საფრთხეს არ წარმოადგენენ.