იაპონიას ტაიფუნი “ჰაგიბისი” უახლოვდება, რომელიც ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იქნება (ვიდეო)

იაპონიაში მონსტრად წოდებული ტაიფუნი “ჰაგიბისი” მძვინვარებს. სავარაუდოდ ის ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია. იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ  შეიძლება დაზარალდეს ის ადგილებიც, რომლებიც ტაიფუნისგან კარგად არის დაცული.

BBC-ის ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონებიდან, მომატებული საფრთხის გამო 7 მილიონზე მეტ ადამიანია ევაკუირებული.

“მოსალოდნელია ნგრევისა და მეწყერის მაღალი საშიშროება, არნახული მასშტაბის წვიმის გამო მდინარეებმა შესაძლოა გაარღვიონ კალაპოტები. უზრუნველყავით თქვენი უსაფრთოხება, თუ საევაკუაციო ცენტრებში მისვლას ვერ ახერხებთ, თავშესაფარი იპოვეთ გამაგრებულ სახლებში. ტაიფუნი გვიახლოვდენა”, – განაცხადა იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც შვიდივე პრეფექტურის მოსახლეობას მიმართა.
ტაიფუნის შედეგად უკვე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რომლის მანქანაც ქარმა გადაატრიალა. 

{{VIDEO}}