ხუთი ადამიანის გვამი და ორი ადამიანის თავი იპოვეს გემზე, რომელიც ტალღებმა იაპონიის ნაპირებთან გარიყა. სავარაუდოდ ცხედრები ჩრდილოეთ კორეელ მეთევზეებს ან ლტოლვილებს ეკუთვნის.
კუნძულ სადოზე ნაპოვნი გემი ძლიერ არის დაზიანებული. მის ბორტზე კორეული წარწერებია. როგორც ჩანს გემი დიდხანს იყო ზღვაში – გვამები ნაწილობრივ გახრწნილია.
სასაზღვრო სამსახურმა აღმოჩენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ შეძლო გემამდე მიღწევა.იაპონიის პოლიცია ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ამბობს, ეკუთვნის თუ არა ნაპოვნი თავები გემზე ნაპიოვნ რომელიმე დაღუპულს.
ასეთი “ხომალდი– აჩრდილები“ იაპონიის სანაპიროზე პირველად არ უპოვიათ. აქ ხშირად პოულობენ პატარა თევზსაჭერ ხომალდებს ჩრდილოეთ კორეიდან. როგორც წესი გარდაცვლილებით ან საერთოდ ადამიანების კვალის გარეშე. როგორც ჩანს, მეთევზეები ზღვში ღრმად შედიან, იკარგებიან და იღუპებიან, შიმშილისგან ან ძლიერი შტორმისგან.
2017 წელს იაპონიის ქალაქ იურიხონძესთან ნაპირს ხის ნავი მიადგა ბორტზე რვა ცოცხალი ადამიანით. ერთ–ერთმა მათგანმა თქვა, რომ ნავზე მართლაც იყვნენ მეთევზეები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებიც ზღვაში სათევზაოდ გავიდნენ, წარმოქმნილი ტალღების და პრობლემების შედეგად კი ნავი იაპონიის ტერიტორიულ წყლებში აღმოჩნდა.