პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩლიკაშვილის მამა აცხადებს, რომ პარლამენტთან ჯებირების აღმართვის მიუხედავად, პროტესტს არ შეწყვეტს.
“შუაღამისას აიღეს ატრაქციონები. ესენი ღამით ნადირობენ. გეგონება ჩინეთის კედელია, ისე აღმართეს, მწვანე ხალიჩა გადაფარეს და იმდენად როგორ ეშინია ხელისუფლებას, კი ეშინია, იციან, რომ ამათი საქმე წასულია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ, ამას უყურებს მთელი მსოფლიო,”-აცხადებს მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ დღეს ტერიტორია რეაბილიტაციის მოტივით შემოღობა.