IDF აცხადებს, რომ დღეს ღაზაში 200 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დღეს დილის, 07:00 საათიდან  ჰამასის 200 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

IDF-ის ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ღაზიდან ისრაელის სამხრეთით 50 რაკეტა გაისროლეს.

ცნობისთვის, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა განაახლეს ღაზის დაბომბვა, პალესტინელები კვლავ  იძულებული არიან ბომბსაფრებს მიაშურონ მას მერე, რაც დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისე, რომ ვეღარ მიაღწიეს მის გახანგრძლივებას.