შაბათი, 24 თებერვალი , 2024, 02:27

IDF- აცხადებს, რომ ღაზაში იარაღის ერთ-ერთი უდიდესი საწყობი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ  460-ე ჯავშანსატანკო ბრიგადისა და ნაჰალის ბრიგადის 50-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში,  საავადმყოფოსა და სკოლის მახლობლად “ჰამასის” ბოევიკების იარაღის ერთ-ერთი უდიდესი საწყობი აღმოაჩინეს.

“ტერორის მთელი ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს სამოქალაქო შენობების გვერდით. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად ცინიკურად იყენებს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ღაზის სექტორის მაცხოვრებლებს ფარად.“- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.