ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ 460-ე ჯავშანსატანკო ბრიგადისა და ნაჰალის ბრიგადის 50-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, საავადმყოფოსა და სკოლის მახლობლად “ჰამასის” ბოევიკების იარაღის ერთ-ერთი უდიდესი საწყობი აღმოაჩინეს.
“ტერორის მთელი ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს სამოქალაქო შენობების გვერდით. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად ცინიკურად იყენებს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ღაზის სექტორის მაცხოვრებლებს ფარად.“- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.