ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია “ჰამასის” რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის, ე.წ. ნუხბას ელიტური წევრები, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
IDF ამბობს, რომ მოკლულთა შორისაა “ნუხბას” ასეულის მეთაური აჰმედ მუსა და ოცეულის მეთაური ამრ ალჰანდი. მუსა ოქტომბერში ხელმძღვანელობდა თავდასხმას ზიკიმის ბაზაზე, ახლომდებარე კიბუცზე და სხვა სამხედრო ობიექტებზე.
IDF-ის თქმით, ოპერაციები სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.