IDF-ი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ღაზას სექტორში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი, ჰასან ალ-აბდულა მოკლეს.  ჰასან ალ-აბდულა სარაკეტო თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი.

IDF ამბობს, რომ  შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-აბდულას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია დაზვერვისგან მიიღეს.

როგორც ცნობილია, საჰაერო თავდასხმებს “ჰამასის” ტერორისტული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრი შეეწირა.